Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფუნდამენტური გრანტი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის და მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ წარდგენილმა კვლევითმა პროექტმა.

პროექტის სახელწოდებაა: ძუძუს კიბოს ქვეტიპების კლასიფიკაციის ციფრული მოდელი: მაღალი რეზოლუციის იმუნოჰისტოქიმიური გამოსახულებების ანალიზი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

პროექტის მიზანია შეიქმნას ციფრული დიაგნოსტიკური ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი, რომელიც იმუშავებს მაღალი რეზოლუციის იმუნოჰისტოქიმიურ ციფრულ გამოსახულებებზე და შეძლებს ბიომარკერების ექსპრესიის დეტექციას, მათ შორის დაბალი ექსპრესიის შემთხვევებში და მოახდენს ძუძუს კიბოს ქვეტიპების ავტომატურ კლასიფიკაციას.

პროექტი განხორციელდება თსუ-ის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგიის კვლევის ცენტრში.

პროექტის გუნდის წევრები არიან:

  • პროექტის ხელმძღვანელი ლიკა სვანაძე, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, სამედიცინო ბიოინფორმატიკის მკვლევარი.
  • პროექტის კოორინატორი მაია მჭედლიშვილი, პათოლოგანატომი,  მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
  • პროფესორი ლიანა გოგიაშვილი, პათოლოგანატომი, მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი
  • სალომე კორძაია, ახალგაზრდა მეცნიერი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი, კლინიკური ონკოლოგი

პროექტის უცხოელი მრჩეველია პროფესორი ოტო რიენჰოფი (გოტინგენის უნივერსიტეტი, გერმანია), სამედიცინო ინფორმატიკის საერთაშორისო ექსპერტი.